Loading....
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი ულოცავს საქართველოს ყველა თეატრს თეატრის სართაშორისო დღეს - 27 მარტს!!
         იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი შეიქმნა 1948 წელს, ხოლო თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა დაიწყეს 1962 წლიდან. წელს 55-ჯერ მივულოცავთ მსოფლიოში ერთმანეთს ამ თარიღს. 
         ამ ტრადიციის მიხედვით მსოფლიო თეატრალურ მოღვაწეებს სიტყვით- გზავნილით მიმართავს ხოლმე მსოფლიო თეატრალური სამყაროს გამორჩეული პიროვნება. 
        თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წესების მიხედვით გზავნილი ეგზავნება თეატრალებს და 27 მარტს თეატრები საკუთარ დარბაზებში შეკრებილ მაყურებელს, სპექტაკლის დაწყების წინ, ულოცავენ თეატრის საერთაშორისო დღეს და უკითხავენ გზავნილს. 
        ვფიქრობ, აქტიურად ჩაერთვებით - იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრში - გაწევრიანდებით და მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციებს, კავშირებს და შესაძლებლობებს. 
        იმედი გვაქვს წელს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთვებიან თეატრები საქართველოში. 
        წელს თეატრის საერთაშორისო დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი!
        წლევანდელი გზავნილი დატვირთულია მრავალი საჭირბოროტო საკითხით, პოლიტიკით, თეატრით, თანამედროვე ხედვით და წარსულის პატივისცემით. გზავნილს საჯაროდ წაიკითხავს იზაბელ იუპერი პარიზის იუნესკოს დარბაზში 27 მარტს! 
        კიდევ ერთხელ გილოცავთ თეატრის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ შემოქმედებითად ნაყოფიერ წელს!! 
დავით საყვარელიძე 
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის პრეზიდენტი, სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 
ლევან ხეთაგური
იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის გენერალური მდივანი, საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) 
საშემსრულებლო ხელოვნების მსოფლიო ორგანიზაცია 
მსოფლიო თეატრის დღის გზავნილი 2017 
წელს მსოფლიო თეატრის დღეს გვილოცავს ცნობილი ფრანგი მსახიობი 
იზაბელ იუპერი 
          მაშ ასე, ჩვენ კვლავ აქ ვართ. შევიკრიბეთ გაზაფხულზე, ჩვენი პირველი შეხვედრიდან 55 წლის შემდეგ1 , იმისთვის რომ აღვნიშნოთ მსოფლიო თეატრის დღე. მხოლოდ ერთი დღით, 24 საათით, მსოფლიო ზეიმობს თეატრის დღეს. და აი, ჩვენც აქ ვართ, პარიზში, მსოფლიოს პირველ ქალაქში, რომელმაც მოიზიდა საერთაშორისო თეატრალური ჯგუფები, იმისთვის რომ ერთად მიგვეგო პატივი სათეატრო ხელოვნებისთვის. 


    პარიზი მსოფლიო ქალაქია, რომელიც სწორედაც რომ შესანიშნავი ადგილია თეატრალური ტრადიციების აღსანიშნავად. აქედან, საფრანგეთის დედაქალაქიდან, ნოსა და ბუნრაკუს საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ იაპონიაში, გავყვეთ ფიქრებსა და ემოციებს, ისეთსავე მრავალფეროვანს, როგორიც პეკინის ოპერა და კათხაკალია. სცენა საშუალებას გვაძლევს რომ შევჩერდეთ საბერძნეთსა და სკანდინავიას შორის, რადგან ჩვენ წარმოვაჩენთ საკუთარ თავებს ესქილესა და იბსენში, სოფოკლესა და სტრინდბერგში, ის შესაძლებლობას გვაძლევს რომ ვიფრინოთ ბრიტანეთსა და იტალიას შორის, რამდენადაც სარა კეინსა და პირანდელოს ავსახავთ. ამ 24 საათის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ საფრანგეთიდან რუსეთში, რასინისა და მოლიერის გავლით, ჩეხოვთან. ჩვენ ატლანტიკის ოკეანის გადალახვაც შეგვიძლია, თითქოს შთაგონების მუხტები ვიყოთ, რომელიც კალიფორნიის კამპუსს ემსახურება, აცდუნებს იქ ახალგაზრდა სტუდენტს, რომ თავიდან გამოიგონოს და შექმნას საკუთარი სახელი თეატრში.
    მართლაც, თეატრს აქვს ისეთი წარმატებული ცხოვრება, რომ მას შეუძლია არ დაემორჩილოს დროსა და სივრცეს. მისი ყველაზე თანამედროვე ნაწილები გასული საუკუნის მიღწევებით საზრდოობს, და ყველაზე კლასიკური რეპერტუარიც კი შეიძლება გახდეს ყოველ ჯერზე თანამედროვე და ცოცხალი, თუკი მას ახლებურად ითამაშებენ. თეატრი ყოველთვის იბადება თავისი ფერფლიდან, ყალიბდება მისი ჩვეულებებიდან, ახალ ფორმებში: აი, ასე რჩება მარად ცოცხალი. 
       ასე რომ, მსოფლიო თეატრის დღე, ნამდვილად სხვებთან ერთად განსახილველი და არაჩვეულებრივი დღეა. ის ჩვენ გვაძლევს წვდომას დროისა და სივრცის უსაზღვრო კონტინუუმთან, გლობალური კანონზომიერებების მთელი დიდებულების გათვალისწინებით. 
       კონცეპტუალურად ამ ყველაფრის ჩამოყალიბება გამიჭირდება, ამიტომ გთხოვთ ნება დამრთოთ მოვიყვანო ფრანგი დრამატურგის, ბრწყინვალე გონების მქონე, ჟან ტარდიუს ციტატა: „როდესაც ვფიქრობ სივრცეზე, - ამბობს ტარდიუ - მიჩნდება კითხვა: „რომელია ყველაზე გრძელი ბილიკი ერთიდან მეორემდე“? რაც შეეხება დროს, ის აქ გვთავაზობს საზომს „წამის მეათედი სჭირდება დროს რომ გამოვთქვათ სიტყვა - მარადისობა“, ხოლო დრო-სივრცის შემთხვევაში, ის ამბობს, „სანამ ჩაგეძინება მომართე შენი გონება სივრცის ორ წერტილზე, და გამოთვალე რა დრო დასჭირდება ოცნებას, რომ ერთი წერტილიდან მეორეზე გადავიდეს“. ეს არის ფრაზა, რომელიც არასოდეს მტოვებდა. როგორც ჩანს, ტარდიუ და ბობ ვილსონი ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ ასევე შეგვიძლია შევაჯამოთ მსოფლიო თეატრის დღის უნიკალურობა სემიუელ ბეკეტის სიტყვების ციტირებით, რომელსაც ვინის პერსონაჟს ათქმევინებს, მისთვის დამახასიათებელი აჩქარებული სტილით: “ოჰ, რა მშვენიერი დღე შეიძლებოდა ყოფილიყო”.  
       ამ გზავნილზე ფიქრის დროს, ვიგრძენი დაფასება, რადგან მე მთხოვეს მისი დაწერა და გამახსენდა ყველა ჩემი ოცნება ამ სცენაზე. სამართლიანია ვთქვათ, რომ მე არ მოვსულვარ იუნესკოს დარბაზში მარტო, ყველა პერსონაჟი, რომელიც კი მითამაშია ოდესმე, ახლა აქ არის, ჩემს გვერდით. როლები რომლებიც თითქოსდა მტოვებდნენ ფარდის დაშვებისთანავე, მაგრამ რჩებოდნენ ჩემში და თავიანთ მიწისქვეშეთში აგრძელებდნენ ცხოვრებას, იმისათვის რომ დახმარება გაეწიათ ან პირიქით, გაენადგურებინათ ჩემი მომდევნო როლები. ფედრა, არამინტე, ორლანდო, ჰედა გაბლერი, მედეა, მერტეუი, ბლანშ დებუა. ეს პერსონაჟები მავსებენ და ერთად ვდგავარ ახლა თქვენს წინაშე, ვდგავარ იმ პერსონაჟებთან ერთად რომლებიც მიყვარს და აპლოდისმენტებით მივესალმები მათ, როგორც მაყურებელი. და სწორედ მათ გამო მივეკუთვნები მე მსოფლიოს. მე ვარ ბერძენი, აფრიკელი, სირიელი, ვენეციელი, რუსი, ბრაზილიელი, სპარსი, რომაელი, იაპონელი, ნიუ-იორკელი, მარსელი, ფილიპინელი, არგენტინელი, ნორვეგიელი, კორეელი, გერმანელი, ავსტრალიელი, ინგლისელი - მსოფლიოს ნამდვილი მოქალაქე, ჩემში არსებული პერსონალური, ვირტუალური ანსამბლის გამო. რომ სწორედ აქ, სცენაზე და თეატრში ვხვდებით ჩვენ ნამდვილ გლობალიზაციას. 
     მსოფლიო თეატრის დღეს, 1964 წელს, ლოურენს ოლივიემ განაცხადა, რომ საუკუნეზე ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ნაციონალური თეატრი შეიქმნა, რომელიც მას სურდა დაუყოვნებლივ გამხდარიყო საერთაშორისო, სულ მცირე რეპერტუარის მხრივ მაინც, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ შექსპირი მსოფლიოს საკუთრებაა. 
        ამ გზავნილის წერის დროს, მოხარული ვარ იმ აღმოჩენით, რომ მსოფლიო თეატრის დღის მილოცვა 1962 წელს მინდობილი ჰქონდა ჟან კოკტოს, შესაფერის კანდიდატს, ავტორს წიგნისა „დედამიწის გარშემო ისევ 80 დღეში“. ეს დამეხმარა იმის მიხვედრაში, რომ მე მსოფლიო სხვანაირად მოვიარე. 80 შოუთი თუ 80 ფილმით. ამ ფილმებში მე ვგულისხმობ სცენაზე ნათამაშებ როლებსაც, რადგან მე არ ვყოფ ერთმანეთისგან სცენაზე და ფილმში ნათამაშებ როლებს. ეს მე თავადაც მაოცებს ყოველ ჯერზე, როცა ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს სიმართლეა, მე ვერ ვხედავ ამ ორს შორის განსხვავებას. 
    აქ საუბრის დროს მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს, არ ვარ მსახიობი, იმ უთვალავ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ვარ, რომელსაც თეატრი იყენებს როგორც არსებობის წყაროს, და ჩემი მოვალეობაა ვიყო მგრძნობიარე ამის მიმართ - ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ განვაპირობებთ თეატრის არსებობას, პირიქით ჩვენს ყოფნას, სწორედ თეატრის არსებობას უნდა ვუმადლოდეთ. თეატრი ძალიან ძლიერია. ის გადაურჩა ომებს, ცენზურას და სიღარიბეს. 
      საკმარისია თუ ვიტყვით, რომ სცენა უხსოვარი დროიდან არის შიშველი წარმოდგენა. ყველაფერი რაც მას სჭირდება ეს მსახიობია. რა უნდა გააკეთოს მან? რაზე უნდა ისაუბროს? ისაუბრებს კი საერთოდ? მაყურებელი იცდის, ჩვენ კი არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მაყურებლის გარეშე თეატრი არ არსებობს. ერთი ადამიანიც კი მაყურებელია. მაგრამ, იმედი დავიტოვოთ რომ ბევრი თავისუფალი ადგილი არ დარჩება დარბაზში. იონესკოს წარმოდგემები ყოველთვის სავსეა, და ის მათ გვთავაზობს მხატვრულად, გულწრფელად, მამაცურად და შესანიშნავად, იმ სიტყვებით, რომელსაც მისი ერთ-ერთი პიესის ბოლოს მოხუცი ქალბატონი ამბობს: „დიახ, დიახ, დაე, მოვკვდეთ სრულ დიდებაში. მოდით სიკვდილით ლეგენდად ვიქცეთ... სხვა თუ არაფერი ჩვენი ქუჩა მაინც გვექნება..“ 
     მსოფლიო თეატრის დღე თავისი არსებობის 55 წელს ითვლის. 55 წლის განმავლობაში მე მერვე ქალი ვარ, რომელიც მოიწვიეს სიტყვის სათქმელად - თუ ჩვენ ამას გზავნილს დავარქმევთ, აი ეს გახლავთ. 
   ჩემმა წინამორბედებმა (ოჰ, როგორც ამას მამრობითი სქესი აკისრებს თავის თავს!) ისაუბრეს წარმოსახვის თეატრზე, თავისუფლებაზე, და თვითმყოფადობაზე, იმისათვის რომ გამოეხმოთ სილამაზე, მულტიკულტურალიზმი და დაესვათ პასუხგაუცემელი შეკითხვები. 2013 წელს, სულ რაღაც 4 წლის წინ დარიო ფომ თქვა: „კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა „ჯადოქრების წინააღმდეგ“ ბრძოლაზე გადის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდა ადამიანების წინააღმდეგ, რომელთაც თეატრალური ხელოვნების შესწავლა სურთ: თუმცა გამოჩნდება მსახიობების ახალი დიასპორა, რომლებიც უეჭველად შექმნიან ამ წინააღმდეგობებისგან წარმოუდგენელ სარგებელს, მათი გამოხატვის ახალი ფორმების პოვნით“. წარმოუდგენელი სარგებელი - ჟღერს როგორც კარგი ფორმულა, ღირსი იმისა რომ გამოიყენონ პოლიტიკურ რიტორიკაში, არ ფიქრობთ ასე? 
   და რადგან მე ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პარიზში ვიმყოფები, მინდა რჩევა მივცე მათ, რომლებიც როგორც ჩანს მთელი გულით ილტვიან რომ გვმართონ, მათ უნდა იცოდნენ იმ წარმოუდგენელი სარგებლობის შესახებ, რომლის მოტანაც თეატრს შეუძლია. მაგრამ, მე მინდა აქვე აღვნიშნო, „არავითარი ნადირობა ჯადოქრებზე“! 
   
თეატრი ჩემთვის წარმოდგენს სხვას, ეს არის დიალოგი, ეს არის სიძულვილის არარსებობა. „ადამიანებს შორის მეგობრობა“ - მე ახლა ბოლომდე ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, მაგრამ მე მჯერა ერთობის, მაყურებლებსა და მსახიობებს შორის მეგობრობის, მტკიცე კავშირის იმ ხალხებს შორის რომელთაც თეატრი აერთიანებთ - მთარგმნელებს, პედაგოგებს, კოსტიუმების მხატვრებს, მსახიობებს, მეცნიერებს, პრაქტიკოსებს და მაყურებელს. თეატრი გვიცავს და გვიფარებს. მე მჯერა რომ თეატრს ვუყვარვართ, ისევე ძლიერ როგორც ჩვენ გვიყვარს ის. 

მახსენდება ერთი მოძველებული თეატრის რეჟისორი რომელთანაც ვმუშაობდი, რომელიც საღამოს ფარდის გახსნამდე მთელი ხმით ღრიალებდა: „გზა დაუთმეთ თეატრს!“ - და ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვები დღეს. 

გმადლობთ! 

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრი
,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობით...”
თეატრის მსოფლიო დღე (World Theatre Day) დაწესდა 1961 წელს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (International Theatre Institute, ITI) IX კონგრესის მიერ და ყოველწლიურად 27 მარტს აღინიშნება ITI- ცენტრებისა და საერთაშორისო თეატრალური საზოგადოებების მიერ.
ორგანიზაციის საქმიანობა, მისი წესდების მიხედვით, მიმართულიახალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის გასამყარებლად და მსოფლიოს ყველა თეატრალური მოღვაწის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაფართოებისათვის“. პირველი საერთაშორისო მიმართვა თეატრის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დაიწერა 1962 წელს ფრანგი მწერლისა და მხატვრის ჟან კოკტოს მიერ.
თეატრის საერთაშორისო დღე - ეს არ არის სცენის ოსტატთა პროფესიული დღესასწაული; ეს არის იმ მილიონობით მაყურებლის დღესასწაულირომლებიც გულგრილნი არ არიან სასცენო ხელოვნების მიმართ.
ჯერ კიდევ ანადოლიის ანტიკურ ქალაქებში, 2000 წლის წინ ყოფილა 5000 კაციანი თეატრები ადამიანებს დღის დამქანცველი მუშაობის შემდეგ დასასვენებლად აურჩევიათ. პირველი თეატრალური ნაწარმოებებით ადამიანები გასცნობიან კაცობრიობის ისტორიულ სიღრმეებს.
გამონათქვამები, ლეგენდები დროთა განმავლობაში წერილობითი სახით ასახულა და დღემდე მოუღწევია.
დღეს კი, ანტიკურში არსებულ შინაარსს აღარ ატარებენ თეატრები. ადამიანები ცოცხალი თეატრის ნაცვლად უფრო მზა ნაწარმ სერიალებს არჩევენ.
პარიზში, 1948 წელს, საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის, იუნესკოსა და საერთაშორისო თეატრალური საზოგადოების მხრიდან დაარსდა თეატრის დღე.
მიზანი იყო მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნა და ადამიანებს შორის თანადგომის განმტკიცება, ურთიერთ პატივისცემის გაძლიერება და სასცენო სფეროში ადამიანების საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და გამოცდილების საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის გაზიარება.
ინსტიტუტი ამ მიზნით, მსოფლიო თეატრის დღეს, ხელს უწყობს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე მრავალ საქმიანობას.


რუსთაველის თეატრი უერთდება ამ დღესასწაულს და ყოველთვის ღირსეულად არის ჩაბმული მსოფლიო თეატრალურ მოღვაწეობაში.
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა.  ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია  ჭავჭავაძე.

1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმაილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს  შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევითპირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’  (რეჟისორი. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 .). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთალევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .


1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე  (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის  თეატრს). 1901 7 თებერვალს  გაზეთი ,,ივერიაიუწყებოდა : ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ,,საარტისტო საზოგადოებისა.”  ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი  ცაგარელის  ,,ხანუმა.”
თუ  მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მსახიობთა თანავარსკვლავედი იდგა: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე და ეფემია მესხები, მეოცე საუკუნე რეჟისორ-ლიდერთა საუკუნე გახდა:
კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ,,სინთეზურ თეატრს”: სპექტაკლის იდეის გახსნას ემსახურება რეჟისურა, მსახიობთა ანსამბლი, სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია. მარჯანიშვილის სპექტაკლებმა, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო” (1922.), . ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში” (1923.), შექსპირის ,,ჰამლეტი” (1925.) კონსტანტინე მარჯანიშვილის ,,მზეთამზე”(1926.), წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში.



1930 და 1933 წლის მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ (,,რღვევა” (1928.), ,,ანზორ’’ (1928.), ,,ლამარა” (1930.), ,,თეთნულდი” (1931.), ,,ყაჩაღები” (1933.) ალექსანდრე ახმეტელს და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.  ,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობით,” – . ფელდმანი.





XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა ალექსანდრე ახმეტელი თანამოაზრე გუნდთან ერთად, დახვრიტეს: ივანე აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია. გადაასახლეს: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინა ღვინიაშვილი.
ქვეყნისა და თეატრისათვის ურთულეს პერიოდში . აღსაბაძემ რუსთაველის თეატრში  დადგა შექსპირის ,,ოტელო” (1937 .). ,,ხორავას  ოტელო მხოლოდ კარგად შესრულებული როლი კი არ არის, არამედ თეატრალური მოვლენაა. . .” – ვლ. ნემიროვიჩ- დანჩენკო.
XX საუკუნის 50-იანი წლებში დიმიტრი ალექსიძე  რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ-რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული დარჩა. ამ სტილის  ნამუშევართა შორის გამორჩეული ადგილი  სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფემ’’ და . გაჩეჩილაძის ,,ბახტრიონმა’’ დაიკავა.
ამავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე  რეჟისორი  მიხეილ თუმანიშვილი. მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ,,შვიდკაცასსახელით გაიცნო: მიხეილ თუმანიშვილიმედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება მცირე სცენის გახსნა სპექტაკლით ,,ჭინჭრაქა” (1963 .).  თუმანიშვილის სპექტაკლებმა: . ფუჩიკის ,,ადამიანებო, იყავით ფხიზლად” (1951 .),  . ფლეტჩერის ,,ესპანელი მღვდელი” (1954 .), . კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია” (1959 .),” . ანუის ,,ანტიგონე” (1968 .) ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.


სამოციანელთა თაობამ (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია . . .) თეატრში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრარობერტ სტურუას  პირველი წარმატებული სპექტაკლი  . მილერის ,,სეილემის პროცესია” (1965 ).
70-იან წლებში გაჩნდა ცნება ,,რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი”: ,,ყვარყვარე”, (1974 .), ,,კავკასიური ცარცის წრე”Y(1975 .), ,,რიჩარდ III” (1979 .). რეჟისორმა ასამდე სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, მათ შორის: ,,ხანუმა”, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”,  ,მეფე ლირი”, ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, ,,ქალი-გველი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, ,,ჰამლეტი”, ,,სტიქსი”, ,,ნადირობის სეზონი”.
რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრედარიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორისინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა. აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუას სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“ მე-20 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებშია შესული, ხოლო „რიჩარდIII” მსოფლიოს საუკეთესო პოლიტიკურ სპექტაკლთა ათეულშია შესული.




რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ  საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა.
გიზო ჟორდანიას სამსახიობო კლასის კურსდამთავრებულებმა  ახალი სიცოცხლე შთაბერეს მცირე სცენას სპექტაკლებით: ,,ანა ფრანკის დღიური”(1987 .), ,,სამანიშვილის დედინაცვალი”(1987 .), ,,ამაღამ მგონი იქნება ქარი”(1987 .), ,,ჰამლეტი”(1991 .).
80-90-იან წლებში რეჟისორთა ახალმა თაობამ: ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, ანდრო ენუქიძე, გოჩა კაპანაძე, დათო საყვარელიძე თავისი წვლილი შეიტანა რუსთაველის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში.
დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
რუსთაველის თეატრმა დასაბამიდან ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ამას მსოფლიო თეატრის კრიტიკოსების და თეატრალების შეფასებებიც ადასტურებს:
„ქართველ აქტიორთა საერთო თავისებურებაა უდიდესი ტემპერამენტი და დინამიკა დიალოგის დროს ამასთანავე, ისინი არ მიმართავენ ყვირილს, რასაც ხშირად ბოროტად იყენებენ სხვა ქვეყნების თეატრებში და კიდევ ერთი: სრული კონტაქტი მაყურებელთა დარბაზთან, მაყურებლისა და აქტიორის გამყოფი ბარიერის ადვილად გადალახვა. ჩემს აღქმაში ესაა ფაქტორი, რომელზედაც დამოკიდებულია თეატრალური სანახაობის თანამედროვეობა. ქართველი აქტიორი ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს აქტიორობა დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი. მისთვის მაყურებელი სცენური რამპის მოპირისპირე მხარე კი არ არის, არამედ კარგი მეგობარი.
ეჟი გოლინსკი
პოლონელი რეჟისორი

„ცხოვრებაში არის ხოლმე ისეთი მომენტი, როც გინდა იყვირო: „შეჩერდი, წამო!“ აი, სწორედ ასე მინდოდა მეყვირა სპექტაკლზე „კავკასიური ცარცის წრე“. მინდოდა ეს სპექტაკლი დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, ვინაიდან მეტისმეტად ძნელია განშორება ასეთ მაღალ ხელოვნებასთან. ეს ზეიმია თეატრისა, ეს დღესასწაულია ხელოვნებისა! ესაა უმაღლესი პროფესიონალიზმი! შთაბეჭდილების გამოხატვა შემიძლია მხოლოდ ასეთი სიტყვებით: ბრწყინვალე, განსაცვიფრებელი, განუმეორებელი... ვერ ვპოულობ ამ სპექტაკლისადმი ჩემი დამოკიდებულების გამომხატველ სიტყვებს. აქ არის ისეთი რამ, რაც ცოცხლობს მხოლოდ ქართველი ხალხის სულში მის დიდებულ სიმღერებში... როცა ვისმენ დიადსა და ამაღებულ ქართულ სიმღერა-საგალობლებს, ლოცვა სხვადასხვა ხალხთა სიმღერები მრავალ ქვეყანაში მომინდება ხოლმე; არავინ მღერის ქართველების დარად! მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია, თუმცა მომისმენია... ეს განუმეორებელი და გამოუთქმელი განცდა ამ სპექტაკლზე კვლავ დამეუფლა, რისთვისაც რუსთაველელებს დიდ მადლობას მოვახსენებ.“
იულია ბორისოვი
საბჭთა კავშირის სახალხო არტისტი

„ვნახე „კავკასიური ცარცის წრე „ , სიტყვები არ მყოფნის აღფრთოვანების გამოსათქმელად... სიხარული მომანიჭა არა მარტო ამ სპექტაკლმა-მოვლენამ, არამედ მაყურებელთა რეაქციამ, ხანგრძლივმა და მქუხარე ოვაციებმა რაც მოწმობს ამ განუყოფელ კავშირზე - ადამიანსა და ხელოვნებას, მაყურებელსა და მსახიობებს შორის რომ წარმოიქმნება ხოლმე. ასეთი რამ კი იშვიათად ხდება.
რამაზ ჩხიკვაძე განსაკუთრებული მოვლენაა. მას კიდევ მრავალი ბრწყინვალე როლის განსახიერება შეუძლია. თითქოს ვხედავ კიდეც მას ამა თუ იმ სპექტაკლში.
რ. ჩხიკვაძე ფენომენალური ტალანტის აქტიორია. როგორი თავისუფალია იგი! ნახეთ, როგორ ტკბება თეატრით, ხელოვნებით - ეს ხომ აქტიორული ხელოვნების უმაღლესი გამოხატულებაა.“
სერგეი გერაიმოვი
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

„გულახდილად მინდა გითხრათ, რომ როცა თქვენი სპექტაკლების მხატვრულ-დეკორაციულ გადაწყვეტაზეა საუბარი, ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია ის, რაც „გუშინდელნში“ ვნახე. ჩემი აზრით, ეს გადაწყევტა ყველაზე მეტად რაციონალური, ახლებური, ეროვნული გადაწყვეტაა. მე მსგავსი არაფერი შემხვედრია. თუმცა სცენაზე მაგიდა მრავალგზის მიაკეთეს, ამის მსგავსი არაფერი მახსოვს.  სწორედ ამგვარი, ორიგინალობისა და ლაკონურობისაკენ მოგიწოდებთ.“
კონსტანტინე რუდნიცკი
კრიტიკოსი

„როცა დამთავრდა სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“, დარბაზიდან გამოვედი გაოგნებული ქართველი მსახიობების პროფესიონალიზმით, არტისტიზმით, პლასტიკით, მუსიკალობით, იუმორით, სიწრფელით, სიმართლით, სიღრმით... ვირწმუნე, რომ თეატრალურ ხელოვნებას ვერაფერს დააკლებს კინემატგრაფიისა და ტელევიზიის განვითარება. იგი დიდია და უკვდავი. რუსთაველელეთა ხელოვნება შთამაგონებელია და დაუვიწყარი...“
მიხეილ ულიანოვი
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი

„თუ თბილისელთა წარმოდგენას ერთი სიტყვით დავახასიათებთ, პირველი, რასაც გავიფიქრებთ, არის სიტყვა „ზეიმი“. და მიუხედავად პიესის არცთუ ისე სავსე მოულოდნელობებითა და უხვი კომედიურობით, გროტესკისაკენ მისწრაფებით, ემოციურობით, ირონიითა და ხუმრობით...“
ანემარიე ბუშმანი
„საარბიუკერ ცაიტუნგ“

„ყაჩაღები“ კლასიკური მემკვიდრეობის კრიტიკულად ათვისების საუკეთესო ნიმუშია, რევოლუციური ტემპერამენტით აღსავსე დადგმა და კულტურისა და ოსტატობის სპექტაკლი.“
ოლეგ ლიტოვსკი
კრიტიკოსი

„ეს თეატრი გვანცვიფრებს თავისი მაღალი ოსტატობით. უზარმაზარი მხატვრული მიღწევებით და განსაკუთრებით კი გვახარებს იგი საბჭოთა საქართველოს კულტურის ზრდისა და განვითარების ასახვით.
ფელიქს კონი
კრიტიკოსი

„ისეთი შთაბეჭდლება იქმნება, თითქოს ფიცრით აჭედილ ღარიბულად დეკორირებულ საარბრიუკენის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ბუნების ძალნი აბობოქრდნენ. რუსთაველის თეატრის სცენაზე ბუნების ძალნი აბობოქრდნენ. რუსთაველის თეატრის დასმა საარბრიუკენსა და დიუსელდორფში უჩვენა ბერტოლგ ბრეჰტის „კავკასიური ცარცის წრე“, ნამდვილად სიცოცხლით აღსავსე, ხალხური სანახაობა, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა.
სტურუამ ამ პიესაში ერთმანეთს შეუთავსა ხალხური და დასავლური ელემენტები, გამოიყენა იმპროვიზაციები, თანამედროვე შოუ-ეფექტები და გამოვიდა მაღალი ჟღერადობის, სიცოცხლით აღსავსე ნაწარმოები, რომელიც სამ საათნახევრის განმავლობაში, სრულიად უცხო ენაზე გასაგებად გესაუბრებათ, ჟესტი და მიმიკა ცვლის სიტყვას. მთელი სპექტაკლი შესანიშნავი აქტიორული წარმატებაა, რომელიც პიესის მეორე ნაწილსაც კი, გადატვირთულს თავისი უხვი დიალოგით, თვალწარმტაც კომედიურ სანხაობად აქცევს.“
მარგარიტა შვარცკოპფი
„დი ველტ“

რუსთაველის თეატრი მხოლოდ თორმეტ სპექტაკლს ითამაშებს და ვისაც ეს წრმოდგენა არ უნახავს ედინბურგში, უნდა იჩქაროს, რომ იხილოს მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი დასი.
სპექტაკლი კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ედინბურგში იყო. რობერტ სტურუას „რიჩარდ მესამე“... წარმოდგენილია გასაოცარ ექსპრესიონისტულ ფარსად..., როგორც ჩანს, დასი გაცილებით შინაურულად გრძნობს თავს „რაუნდ პაუზის“ მოედანზე...
რამაზ ჩხიკვაძე ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია, კავკასიელი ოლივიეა.
ჯონ ბარბერი
„ტაიმსი“

„მე ისევე მიჭირს ჩხიკვაძის მსახიობური მანერის აღწერა, როგორც სცენური ქცევა ლოურენის ოლივიესი, რომელსაც, ჩემი აზრით, ბევრი რამ აქვს საერთო ქართველ მსახიობთან.“
მაიკლ კოვენი
„ფაინენშლ ტაიმსი“

„რუსთაველის სახელობის ჯადოსნურმა თეატრმა მაყურებელთა  დარბაზს გადმოაფრქვია არაჩვეულებრივი სპექტაკლი. პირველი აკორდებიდანვე ყველანი მოჯადოებული ვიყავით რეჟისორისა და მსახიობების მიერ. ვეზიარეთ დიდ შექსპირს. რას უშვება მაყურებელს დაუოკებელი რ.ჩხიკვაძე! ნაბიჯ-ნაბიჯ, ეპიზოდიდან ეპიზოდამდე გვატარებს რიჩარდის სისხლიანი გზით. შეძრწუნებულებს, აღშფოთებულებს გვაიძულებს თვალი მოვარიდოთ დატრიალებულ საშნელებებს. მაგრამ გვაგონდება, რომ სპექტაკლს ვუყურებთ და აღტაცებაში მოვყავართ ამ დიდებული არტისტის თამაშს. რ.ჩხიკვაძე-რიჩარდ III ეს მოვლენაა თეატრალურ ცხოვრებაში. სცენაზე არც ისე ხშირად იქმნება სახეები, რომლებიც შემდეგ მსახიობის თამაშის ეტალონად იქცევიან. გადის წლები, ათწლეულები, მაგრამ ისინი არ გვავიწყდება, რჩება ჩვენი საბჭოთა თეატრის ისტორიაში. ასეთ როლებს განეკუთვნება აზდაკი და რიჩარდ III, შექმნილი რ.ჩხიკვაძის მიერ.“
ინოკენტი სმოკტუნოვსკი
საბჭოთა კავშრის სახალხო არტისტი

„რიჩარდ მესამე შეუდარებელ წარმოდგენად მიმაჩნია. მინდა ყველას, ვისაც კი წვლილი მიუძღვს, გულითადად მივულოცო ასეთი წარმატება! საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი თეატრით, თავისი ხელოვნებით.“
ვლასოს ანესტისი
ბერძენი მსახიობი, რეჟისორი

„ედინბურგის ფესტივალზე საქართველოდან წარმოგზავნილი რუსთაველის თეატრის გარდა სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, იგი უკვე გაამართლებდა თავის არსებობას. მათი სპექტაკლი „რიჩარდ III”  სენსაციურია... სპექტაკლის დასასრულს მაყურებელი ფეხზე წამოიჭრა, რათა პატივი ეცა ამ დიდებული ქართველებისთვის, რომლებიც, ედინბურგის ფესტივალზე მათი გამოსვლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოადგენენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს დასს.“
„გარდიანი“

„თქვენ არასოდეს გინახავთ ამგვარი ინტერპრეტაციით შექსპირი და დიდხანს ვერც ნახავთ ალბათ, უკეთუ დიდად ორიგინალური რუსთაველის თეატრი სასწრაფოდ არ დაბრუნდება ედინბურგში...
მათი ვარიანტი ხელისუფლების მოპოვებისათვის შეთქმულთა პოლიტიკური თამაშისა, თქვენში ბადებს იმის შგრძნებას, რომ ეს პიესა აქამდე საერთოდ არ დადგმულა...
მრავალი აქ გამოყენებული ხერხი და იდეა მაცდურად სადა და სწორხაზოვანია, მაგრამ საჭირო იყო რობერტ სტურუას გენიალობის გამონათება, რომ ყოველივე ამას გამაოგნებელი ძალა მისცემოდა...
ამ წარმოდგენის შემდეგ შექსპირის ნებისმიერი ტრადიციული გადაწყვეტა მოგეჩვენებათ მოსაწყენი და შთაგონებას მოკლებული.“
„ივნინგ ნიუსი“

„ბევრი რიჩარდი მინახავს, ავკაცობით რომ არიან შეპყრობილნი, ნატურალისტური ნიუანსების სიშიშვლით რომ გვევლინებიან და აბსოლუტურად აბსტრაპირებულნი არიან ეპოქის კონკრეტული ნიშან-თვისებებით კონკრეტული სოციალური გარემოსგან. ქართველებმა კი ნაწარმოების სულ სხვაგვარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, და ბარაქალა მათ ამისათვის. ქართველებმა შექსპირი ხელახლა აღმოგვაჩენინეს...“
„ფაინენშალ ტაიმსი“

„ეს წარმოდგენა შედევრია დრამატიზებული ქორეოგრაფიისა; ყოველი მოძრაობა, ნიღბიან სახეთა გამომეტყველება აბსოლუტურად ზუსტია.
...ჩვენ უნდა მივესალმოთ დიდი რეჟისორის რობერტ სტურუას დებიუტს ლონდონში.
...ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდებოდა, დიდ მსახიობს რომ არ ეთამაშა რიჩარდი. რამაზ ჩხიკვაძე კვლავ ადასტურებს ედინბურგში შექმნილ მოსაზრებას, რომ იგი შეუდარებელი მსახიობია.
...გამოდიხარ სპექტაკლიდან და გრძნობ, რომ ქვეყანა განიწმინდა ბოროტებისაგან და გრძნობ აგრეთვე იმასაც, რომ რ.სტურუასა და რუსთაველის თეატრს (და არანაკლებ კომპოზიტორ გ. ყანჩელს) შეუძლიათ გვასწავლონ ბევრი რამ ისეთი, რაც აუცილებელია შექსპირის პიესების დადგმისას.
„გარდიანი“

„... რობერტ სტურუამ, რუსთაველის თეატრის მთელმა კოლექტივმა დაგვიმტკიცა, რომ ქართველი თეატრალური ხელოვნების ოსტატებისაგან შეიძლება ვისწავლოთ, როგორ დავდგათ შექსპირი“.
„გარდიანი“

„რუსთაველის თეატრის ტალანტი ძალუმად იჭრება თქვენს სულში და გაზიარებთ თეატრალური ხელოვნების საიდუმლოს. როგორც კომპოზიტორმა, მინდა აღვნიშნო გია ყანჩელის მუსიკა, რომელიც დაწერილია ცოცხალი, ხატოვანი ენით. იგი აძლიერებს სპექტაკლის აღქმას. ძნელია მუსიკის გარეშე წარმოიდგინოთ ეს დადგმები. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კომპოზიტორის ზუსტი ალღო რეჟისორისა და მსახიობების მიზნისადმი, რომლის გარეშე ძნელია შექმნა ისეთი მუსიკა, რომელიც მათი ჩანაფიქრის განხორციელებას ემსახურება. კომპოზიტორის თანამედროვე რიტმები შესანიშნავად ხსნიან გასული წლების საქმეებსაც. რამდენი ექსპრესია, ემოციური განწყობაა მუსიკაში. მიმაჩნია, რომ გია ყანჩელის ნამუშევრები შესანიშნავია, მათი დიდი წარმატება კი კანონზომიერი. მუსიკა ორგანული ნაწილია ამ ბრწყინვალე თეატრის სპექტაკლებისა.
ანდრეი ეშპაი
კომპოზიტორი

„ვამაყობთ ჩვენი ქართველი მსახიობებით. და ისევე როგორც ისინი თავს დაბლა გვიხრიან სცენიდან, ასევე ჩვენც მადლიერების დიდი გრძნობი თავს დაბლა ვუხრით მათ.“
სეგეი იურისკი
რსფსრ დამსახურებული არტისტი

„რობერტ სტურუას მართლაც რომ უდიდესი „ფეთქებადი“ ძალა აქვს: გასაოცრად თამამი და შემართებულია მისი აზროვნება სცენური თუ ფილოსოფიური...“
„დეილი ტელეგრაფი“

„ქართული სპექტაკლების რეჟისურა მხატვრული პოემაა, რომელშიც გამოყენებულია ყველა სცენური საშუალება.“
კოსტას ბაკასი
ბერძენი რეჟისორი

„რუსთაველის სახელობის თეატრმა მოსკოვი მოაჯადოვა. დედაქალაქის საზოგადოების და ჩემი აზრითაც, ის მსოფლიოს მოწინავე თეატრების რიგში ჩადგა.“
ანატოლი ლუნაჩარსკი

„ქართული დრამატული, რუსთაველის სახელობის თეატრი... უცნობილესი მარკაა, სახელგანთქმული ბრენდია. ნებისმიერ „ბრენდს“ კი თავისი ლეგენდა გააჩნია. რუსთაველის თეატრის ლეგენდად სავსებით სამართლიანად „კავკასიური ცარცის წრე ითვლება“.

ელენა იამპოლსკაია